Microsoft Active Directory – აქტიური დირექტორია

რა არის Active Directory?

Active Directory გახლავთ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიზანიცაა დააორგანიზოს და მისცეს ან შეზღუდოს წვდომა ოპერაციული სისტემის დირექტორიაში არსებულ ინფორმაციაზე. ის გახლავთ დამაკავშირებელი ხაზი “ობიექტებს” და “მნიშვნელობებს” შორის. მარტივად რომ ვთქვათ, Active Directory ერთგვარი კონტაქტების აპლიკაცია, ისეთი როგორიც თქვენს სმარტფონზე გაქვთ, ხოლო თქვენი კონტაქტები კი არიან მისი ობიექტები. თითოეული კონტაქტის შესახებ ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია გახლავთ “მნიშვნელობები” თქვენს აქტიურ დირექტორიაში. “ობიექტები” არ არიან არა მხოლოდ ადამიანები ან მომხმარებლები, არამედ პრინტერები, კომპიუტერები, სკანერები და ა.შ. რომლებიც შესაძლოა შეადგენდნენ “ობიექტთა ჯგუფს”.

რისთვის არის მნიშვნელოვანი Active Directory?

Active Directory გეხმარებათ ორგანიზება გაუწიოთ თქვენს კომპანიაში არსებულ მომხმარებლებს, კომპიუტერებს და ა.შ. თქვენს საშუალება გაქვთ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შექმნათ კომპანიის სრული იერარქია, დაწყებული იმით თუ რომელი კომპიუტერი ეკუთვნის რომელ მომხმარებელს, გაგრძელებული იმით თუ რომელ მომხმარებელს აქვს წვდომა ფაილების ცენტრალიზებულ საცავზე, საცავის ნაწილზე (საქაღალდეზე) და ა.შ. ანუ მისი საშუალებით ხდება მენეჯმენტის საბაზისო პოლიტიკის განხორციელება კომპანიის მასშტაბით და იცავს ორგანიზაციას არასასურველი პრობლემებისგან.

დაგვიკავშირდით – ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის დაცვაში

კონტაქტი

მოგვწერეთ და ჩვენ დაგიკავშირდებით

დაგვიკავშირდით – ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის დაცვაში

კონტაქტი

მოგვწერეთ და ჩვენ დაგიკავშირდებით